გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბოლნისში საბაშვო ბაღების 1300 აღსაზრდელისთვის 140 ლარის ღირებულების სასურსათო პაკეტების დარიგება მიმდინარეობს

16-05-2020

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის წესების გათვალისწინებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებეში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების 1300 აღსაზრდელისთვის 14 სახეობის პროდუქტისგან შემდგარი, 140 ლარის ღირებულების სასურსათო პაკეტების დარიგება აქტიურად მიმდინარეობს.

175 000 ლარის ღირებულების 2 თვის საკვები პროდუქტები აღსაზრდელებს საკარანტინო წესების სრული დაცვით ურიგდებათ. საკვების გაცემის პროცესი ეტაპობრივად ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ რამდენჯერმე უკვე დაარიგა.