გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ოქრუაშვილი: სააკაშვილმა რომ დამიჭირა, შესაძლოა, ჩემი გადამლაშებების შედეგიც იყო

17-05-2020

გამარჯვებული საქართველოს ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, შესაძლოა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიდოში, მისი დაკავება “გადამლაშებების” შედეგი იყო.

ინგა გრიგოლიას კითხვაზე, თუ რა მოხდა, ოქრუაშვილმა უპასუხა, რომ ეს არასაეთერო საუბრის თემაა:

ირაკლი ოქრუაშვილი: სააკაშვილმა რომ დამიჭირა, იქ ჩემი გადამლაშებების შედეგიც შეიძლება იყო.

ინგა გრიგოლია: ფიქრობთ რომ მაშინ გადაამლაშეთ, რა გადაამლაშეთ

ირაკლი ოქრუაშვილი: ცალკე გეტყვი მაგაზე, არასაეთერო დროს.

ცნობისთვის, 2007 წლის 25 სექტემბერს ოქრუაშვილმა პრეზიდენტი სააკაშვილი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და მკვლელობების შეკვეთებში დაადანაშაულა.2 დღის შემდეგ ის მის მიერ შექმნილი პარტიის — „ერთიანი საქართველოსთვის“ ოფისში დააკავეს. ექს-მინისტრს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, ფულის გამოძალვასა და სამსახურეობრივ გულგრილობაში დასდეს ბრალი.

ოქტომბერში მან უარყო სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და აღიარა დანაშაული, რის შემდეგაც 2007 წელს იძულებით იქნა დეპორტირებული საქართველოდან და ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი. 2012 წლის 20 ნოემბერს დაბრუნდა საქართველოში და დაპატიმრებული იქნა, რის შემდეგაც გადაყვანილი იქნა გლდანის ციხეში.

2013 წელს ირაკლი ოქრუაშვილი სცნეს პოლიტიკურ დევნილად, სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა და გაათავისუფლეს სასამართლოდან.

ipress