გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მიხეილ ჩხენკელი: უკლებლივ ყველა მასწავლებლის ხელფასი უდნა იყოს უფრო მაღალი

21-02-2018

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, სამართლიანია, რომ ამ ეტაპზე  ხელფასი მხოლოდ წამყვან  და მენტორ მასწავლებლებს გაეზარდათ. 

ჩხენკელის თქმით, ამ მასწავლებლების წახალისება  იქნება სტიმული სხვა მასწავლებლებისთვის, რომ  გადავიდნენ შემდგომ  საფეხურზე და აიმაღლონ კვალიფიკაცია.

„სამართლიანია, რადგან წამყვანმა და მენტორმა მასწავლებლებმა მიაღწიეს ამ დონეს,შეასრულეს საკმაოდ დიდი სამუშაო და ხდება მათი წახალისება.საქმე იმაშია, რომ სხვა მასწავლებელს, ყველას აქვს შანსი, რომ გახდეს წამყვანი და შემდგომ მენტორი მასწავლებელი. ასე რომ, ხელფასების მატება პირდაპირ შეეხო ამჟამად წამყვან და მენტორებს, გვინდა რომ წავახალისოთ მასწავლებელი, რომ გადავიდეს შემდგომ საფეხურზე, რომ მან აიმაღლოს კვალიფიკაცია,შესაბამისად, ეს მათთვისაც არის სტიმული, რომ მიაღწიონ  იმ საფეხურს“, - აღნიშნა ჩხენკელმა და დასძინა, რომ ზოგადად ყველა  მასწავლებლის და სკოლაში დასაქმებული ტექნიკური პერსონალის ხელფასებიც უნდა გაიზარდოს.

„ზოგადად მასწავლებლების ანაზღაურების თემა საკმაოდ სერიოზული თემაა და ჩემი პირადი აზრია, რომ  უკლებლივ ყველა მასწავლებლის ხელფასი უდნა იყოს უფრო მაღალი და ამ მიმართულებით ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ მივაღწიოთ ამ მიზანს, საკმაოდ მოკლე ვადებში ყველა მასწავლებლის ხელფასი უნდა გაიზარდოს.ტექნიკური პერსონალისიც, რთულია როგორც პედაგოგის, ისე ტექნიკური პერსონალის მოღვაწეობაც სკოლაში, შესაბამისად, სკოლაში დასაქმებული ყველა ადამიანის, პედაგოგის, ადმინისტრაციის და ტექნიკური პერსონალის ხელფასებმა უნდა მოიმატოს“,-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

"პირველი ნიუსი"