გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

რა ქონებას ფლობს მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში

18-05-2020

„იმედის კვირა“ დაინტერესდა რა ქონებას ფლობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში.

სააკაშვილის ძირითადი საცხოვრებელი სახლი კიევიდან 23 კილომეტრში, ელიტური სოფელი ლესნიკი მდებარეობს. სოფელს სახელი ტყესთან სიახლოვის გამო აქვს და სწორედ ამ ღირსების გამო ეს ადგილი სულ უფრო პოპულარული ხდება. აქ ცხოვრობენ უკრაინელი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები.

თვითონ სააკაშვილი ამბობს, რომ სახლი მას დედამ, გიული ალასანიამ აუშენა. ოფიციალურ დოკუმენტებშიც ჩანს, რომ გიული ალასანიამ აქ მიწა 2017 წელს შეიძინა და ჯერ კიდევ ახალი მშენებლობის დაწყებამდე ერთი პატარა შენობის და მიწის ფასი უკვე თითქმის ნახევარი მილიონი დოლარი იყო.

უკრაინელი ანალიტიკოსი როსტისლავ ბალაბანი კი აცხადებს, რომ ქვეყანაში ბევრი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ქონება დედამ, ან სხვა რომელიმე ნათესავმა უყიდა. ეს მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც უკრაინელ პოლიტიკოსებს ქონებრივი დეკლარაციის შევსება სავალდებულო გახდა.