გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

შოთა რეხვიაშვილი: მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები მალე ბოლნისსა და თეთრიწყაროშიც მოიხსნება

18-05-2020

“COVID-19-ის შემთხვევები ბოლნისის მუნიციპალიტეტში მხოლოდ ორ სოფელში, გეტასა და მუშევანში ფიქსირდება და იქაც ეს პროცესი კონტროლირებადია”, – ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლის მხარეში, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

რწმუნებულის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, 150 საკვლევი მასალიდან პასუხი უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადება უკან იხევს.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში დინამიკა ისე მიდის, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც შემსუბუქდება საკარანტინე რეჟიმი ისევე, როგორც თეთრიწყაროში, რადგან ამ დღეების განმავლობაში არის გავრცელება მხოლოდ ბოლნისის ორ სოფელში მუშევანსა და გეტაში, სადაც კონტროლირებადია ეს პროცესი. დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში იქაც თავისუფლად გადადგილების საშუალება მიეცემა მოსახლეობას, თუმცა ეს არის კიდევ ერთი დიდი გამოწვევა, რომ კიდევ უფრო ფრთხილად, კიდევ უფრო მეტი მონდომებით დავიცვათ რეკომენდაციები, ქცევის წესები და შევინარჩუნოთ ეს მონაპოვარი“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

მისივე განცხადებით,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში, რომლებიც მარნეულს ესაზღვრება და სადაც დაავადების გავრცელების ფაქტები არ დაფიქსირებულა, შეზღუდვების მოხსნის შესაძლებლობა მალე იქნება.
“ამ სოფლებში, მოსახლეობას გარკვეული საჭიროებები აქვს, ეს არის დისტრიბუცია თუ სამედიცინო მომსახურების საკითხები. ინდივიდუალურად განვიხილავთ ამ ყველაფერს და პროცესი მართული იქნება, სადაც გადაუდებელი აუცილებლობა იქნება, ჩვენ შემოვუშვებთ ადამიანების გარკვეულ კატეგორიას, რომ მარაგები იქნას შევსებული და არსებული მოთხოვნები იქნას დაკმაყოფილებული. მე ვფიქრობ, რომ ბოლნისისი მუნიციპალიტეტში და განსაკუთრებით მარნეულის მუნიციპალიტეტის მომიჯნავე სოფლებში, სადაც ახლა იწყება საგაზაფხულო სამუშაოები და ველოდებით ძალიან დიდ მოსავალს, გვექნება ეპიდემიოლოგიური შესაძლებლობა და სიტუაცია შეფასებული ისე, რომ შეზღუდვები მოვხსნათ“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ცნობისთვის, დღეიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში ბლოკ-პოსტები გაუქმდა და 56 დღიანი მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოიხსნა. მარნეული კორონავირუსის პირველი დადასტურებული ფაქტის შემდეგ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტს ჩაიკეტა.

kvira