გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სოფელ რაჭისუბანში განმეორებითი თერმოსკრინინგის მესამე ეტაპი მიმდინარეობს

18-05-2020

სოფელ რაჭისუბანში მკაცრი საკარანტინო მდგომარეობის მოხსნისთვის წინასმოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მედიკოსები სოფელში თერმოსკრინინგის მესამე ეტაპს ახორციელებენ.

თერმოსკრინინგის დროს საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მედიკოსები მოქალაქეებიდან ბიოლოგიური ნიმუშების აღებას დროულად დაიწყებენ.

სოფელი რაჭისუბანი და ქალაქი ბოლნისი 16 აპრილს ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. სოფელში კორონავირუსის 5 შემთხვევა დადასტურდა, ყველა პაციენტი ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია. რაჭისუბანში COVID-19-ის შემთხვევა ბოლოს 21 აპრილს დაფიქსირდა.

თერმოსკრინინგის შედეგებიდან გამომდინარე, ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, სოფელ რაჭისუბნის გახსნა უახლოეს 2 დღეში იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 150 მოქალაქეს დაუდასტურდა. 59 პირი გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა. თვითიზოლაციაში 85, კარანტინში კი 69 მოქალაქე იმყოფება.