გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მიხეილ სააკაშვილი ქართველ პატრულს: დოქსოპულო, შენ დედა გყავს საერთოდ?!

19-05-2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის იმ თანამშრომელს მიმართავს, რომელიც მისი თქმით, დედამისს, გიული ალასანიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უხეშად მოექცა.

“საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ დედაჩემი, მას შემდეგ რაც გაიჭედა კიევში, აღარ იყო რეისები, ბოლოსდაბოლოს გამოჩნდა უკრაინული ავიაკომპანია „სკაიაპი“, ეს ის კომპანიაა, რომლის დახმარებით უფასო გადაყვანის ორგანიზება ჩვენ შევძელით ქართველებისთვის და საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა.

ამჯერად ჩვეულებრივად აიღო ბილეთი, თუ არ ვცდები 230 ევრო და ჩაფრინდა თბილისში. მოხდა ისე, რომ ფრენის დროს მას მოუვიდა ჰიპერტონიული კრიზი, ძალიან მაღლა აუვიდა წნევა,  ახლა პატარა გოგო არ არის…  აეროპორტში რომ გამოვიდა ეგრევე უთხრეს, ეგრევე ჯდებით ავტობუსში და მიგვყავხართ კახეთშიო. ამ დროს იყო ძალიან ცუდად, აკრიფა ყურმილი, ვერ ვლაპარაკობო… ძალიან მაღალი წნევა ჰქონდა… რაღაცნაირად უნდა უთხრაო, რომ ასე კახეთამდე ვერ ჩავაღწევო. ამ დროს მესმის, ქალბატონო ნუ ჩერდებით, გაიარეთ, გაიარეთ, უნდა გახვიდეთ, მიდიხართ კახეთში.

მე ვუთხარი გადაეცი ვინც არის, მე დაველაპარაკები თქო,  პატრულიაო მითხრა და აწვდის, ჩემი შვილი აგიხსნით და ის პასუხობს მჭახე ხმით – არა! არ მაქვს უფლება ვინმეს დაველაპარაკო! ახლავე გაიარეთ და ჩაჯექით ავტობუსში!

მე მინდა ვუთხრა ამ პატრულის თანამშრომელს, სხვათაშორის მისი სახელი და გვარი გავიგე, დოქსოპულო შენ დედა გყავს საერთოდ?! ასე ეპყრობით თქვენ საკუთარ მოქალაქეებს?” – განაცხადა  მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გაავრცელა.

ipress