გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კორონავირუსი: ვითარება რეგიონებში

19-05-2020

თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან კორონავირუსის ტესტზე მიღებული პასუხები უარყოფითია.

გასული 24 საათის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებას ცხელებით სამმა ახალმა პაციენტმა მიმართა. მათი პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კი 91 პაციენტის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია. მათ შორის 71, რეგიონის სამედიცინო პერსონალიდან იყო.

რაც შეეხება ბოლნისს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდგინდა. ინფიცირების წყარო ცნობილია და ის სოფელ მუშევანის კლასტერს უკავშრდება. ეს ადამიანი თბილისში იყო გადაყვანილი და კორონავირუსი მას სწორედ დედაქალაქში დაუდასტურდა.

ამ დროისთვის ბოლნისში კორონავირუსის 151 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. 66-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. სამი კი გარდაიცვალა.

დღესვე ბოლნისიდან ლუგარის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად 145 ადამიანის მონაცემი გაიგზავნა. მათგან 130 სოფელ მუშევანიდან, 15 კი ქალაქ ბოლნისიდან არის.

მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 85 ადამიანი, კარანტინში - 69.

რაც შეეხება ფოთს, აქ ,,ცხელების ცენტრში“ კორონავირუსზე წლისა და შვიდი თვის ბავშვის ტესტის პასუხს ელოდებიან.

ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ დღეს ჰოსპიტალიზებული 14 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. ანალოგიურად, ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 70 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ აქვს.

Stopcov.ge-ზე ინფორმაცია ჯერ არ განახლებულა და მისი მიხედვით, საქართველოში კორონავირუსი 701 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 432 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge