გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მარინა ეზუგბაია: ნუ გავთამამდებით, მაინც გავაგრძელოთ შეზღუდულად ცხოვრება

19-05-2020

“ერთი ახალი ინფიცირებულის წყარო ცნობილია”,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ახალ პაციენტს კონტაქტი ბოლნისში, დადასტურებულად ინფიცირებულთან ჰქონდა.

 

მარიან ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ასეთი კარგი შედეგების, ეპიდსიტუაციის გამოსწორების და აკრძალვების მოხსნისა, მოსახლეობამ თვითშეზღუდვები მაინც უნდა დაიწესოს, რათა ქვეყანამ მიღებული შედეგის შენარჩუნება შეძლოს.

 

“თუ მონაცემები ასეთი სტაბილური დაგვრჩება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსის პირველი შემოტევა გადავლახეთ, მაგრამ ნუ გავთამამდებით.

 

მე ახლაც გთხოვთ თვითშეზღუდვები დავიწესოთ, თავი შევიკავოთ სახლიდან გასვლისგან აუცილებელი შემთხვევების გარდა, თავი შევიკავოთ თავყრილობებისგან.

 

მიღებული შედეგების გამყარებისთვის აუცილებელია თვითშეზღუდვები გავაგრძელოთ”, – აცხადებს მარინა ეზუგბაია.

პრაიმტაიმი