გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მდინარაძე: ვცდილობთ მინიმალური შეზღუდვებით გავიდეთ ფონს და ადამიანების ჯანმრთელობას მოვუფრთხილდეთ

19-05-2020

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში ისედაც არის მსგავსი შეზღუდვები და აქამდე ეს არავის გაუპროტესტებია. ახლა ჩვენ რამდენიმე არჩევანის წინაშე ვდგავართ - ან უნდა გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა იმ მინიმალური შეზღუდვებისთვისაც კი, რაც საჭიროა, რომ რისკები არ გაიზარდოს, ან ჩვენ გარკვეული დაზუსტებები უნდა შევიტანოთ, რათა მთავრობას ქონდეს ამ მინიმალურ შეზღუდვებთან დაკავშირებით მოქმედების საშუალება, რომ ბოლომდე დაწიონ რისკები ან უნდა „მიუშვათ“ ეს პროცესი და თუ გვეყოლება, ვთქვათ, რამდენიმე ათეული, ასეული ინფიცირებული და ხელახლა მოხდება აფეთქება, ისევ გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ შეზღუდვებთან დაკავშირებით პარლამენტში განსახილველ კანონპროექტის შეფასებისას განაცხადა.

"გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ შეზღუდვების შესახებ გარკვეული დაზუსტებები შევიდეს, ამ მინიმალური შეზღუდვებით გავიდეთ ფონს და მოვუფრთხილდეთ პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.