გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გარკვეული შეზღუდვების შესანარჩუნებლად საკანონმდებლო ცვლილებებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი მხარს უჭერს

19-05-2020

გარკვეული შეზღუდვების შესანარჩუნებლად საკანონმდებლო ცვლილებებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი მხარს უჭერს - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ისაუბრა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, შესაძლოა კორონავირუსის კერები ქვეყნაში კვლავ გაჩნდეს. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ხელისუფლებას კონკრეტული არეალების ჩაკეტვის ბერკეტი, საგანგებო სიტუაციის კვლავ გამოცხადების გარეშეც უნდა ჰქონდეს.

კორონავირუსი არ გაქრება 23 მაისს. კორონავირუსთან ერთად ჩვენ კარგა ხანს მოგვიწევს ცხოვრება. „დარჩი სახლში„ ნელ-ნელა შეიძლება სლოგანით „ვისწავლოთ ცხოვრება კორონავირუსთან ერთად“, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი დაგვჭირდება. გარკვეული რაოდენობა, 5, 10, 20 შეიძლება იყოს ხოლმე. შეიძლება იყოს ცოტა მეტიც ამ შემსუბუქების პერიოდში. შეიძლება დაგვჭირდეს უფრო მკაცრი ღონისძიებებიც. მაგალითად, ერთი კლასტერის ან ერთი სოფლის ჩაკეტვა რამდენიმე დღით. ან ერთი არეალის ჩაკეტვა, გადაადგილების შეზღუდვა. ამისთვის არ უნდა იყოს აუცილებელი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ოპერატიულად უნდა მიიღონ მოკლევადიანი შემზღუდავი ღონისძიებები, რომლებიც სწრაფად მოახდენს ლოკალიზებას ინფექციის და არ მისცემს მას საშუალებას, გავრცელდეს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ ტიპის საკანონმდებლო ცვლილებებს მხარს უჭერს“, - განაცხადა გამყრელიძემ.