გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი გახარია: ჩვენ მზად გვაქვს დეველოპმენტის და მშენებლობის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის პრეზენტაციას კვირის ბოლომდე წარვადგენთ

19-05-2020


ახლა ჩვენ უკვე მზა გვაქვს დეველოპმენტის და მშენებლობის მხარდაჭერის პროგრამა და ეს იქნება ძალიან შთამბეჭდავი პროგრამა, რომლის პრეზენტაციასაც საზოგადოებისთვის და სექტორისთვის კვირის ბოლომდე წარვადგენთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა იმ დარგებზე ისაუბრა, რომელსაც მთავრობა დაეხმარება და ხაზი გაუსვა, რომ მათი იდენტიფიცირება მთავრობამ ძალიან მარტივად მოახდინა.

„პირველ რიგში ტურიზმი, რამდენიმე მიზეზის გამო, იმიტომ, რომ ტურიზმი ყველაზე უფრო დაზიანდა და დაზარალდა, გარდა ამისა, ტურიზმი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და რაც მთავარია, ტურიზმს აქვს ყველაზე დიდი გადაცემის ძალა დღეს საქართველოში. ჩამოსული ტურიზმი ამუშავებს არა მხოლოდ სასტუმროს, ამუშავებს ტრანსპორტს, სოფლის მეურნეობას და კიდევ ბევრი სხვა. შემდეგი იყო სოფლის მეურნეობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.