გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ანა ფოტიგა: საქართველო უკიდურესად მნიშვნელოვანი პარტნიორია. არსებობს ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებს შორის თითქმის სრული მხარდაჭერა

19-05-2020

"მოვუწოდებ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, განაგრძოს საქართველოს ფინანსური, ტექნიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა. მინდა ვაღიარო ის კარგი შედეგები, რომელიც საქართველოს აქვს კოვიდ-19-ის ბრძოლის კუთხით, რაც ნაწილობრივ ევროკავშირის დახმარების შედეგიცაა და ეს ასე უნდა გაგრძელდეს" - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო უკიდურესად მნიშვნელოვანი პარტნიორია.
"საქართველო უკიდურესად მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამიტომაა, რომ არსებობს ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებს შორის თითქმის სრული მხარდაჭერა საქართველოსადმი მიუხედავად მთავრობებისა - განაცხადა ანა ფოტიგამ.
როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყნა კვლავ ოკუპაციის ქვეშაა, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტს შეთანხმება არ სრულდება, და ყოველდღიურად ადგილი აქვს ბორდერიზაციის პროცესს.