გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერი: არჩევნებზე ვნახავთ, ვინ რა დაიმსახურა საქართველოს მოქალაქისგან

19-05-2020

ჩემთვის უკიდურესად მძიმეა, როდესაც ადამიანი, რომელიც 20 ივნისს, შტურმით მიდიოდა პარლამენტზე, შტურმში იღებდა მონაწილეობას, ან ადამიანმა , რომელმაც 50 მილიონი ბიუჯეტიდან მოიპარა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ ისინი პოლიტიკოსები არიან, ვითომ პოლიტიკოსები არიან, დაიმსახურეს ამით რაღაც შეწყალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობა სრულად მობილიზებულია პირველ რიგში კოვიდის დასამარცხებლად, შემდეგ ქვეყნის ეკონომიკური აღდგენისთვის და ასევე ქვეყანაში არჩევნების წყნარ და მშვიდ გარემოში ჩასატარებლად.

„ეს არის ჩემთვის მძიმე და ძალიან კარგად მესმის ჩვენი მოქალაქეების გაბრაზება იმასთან დაკავშრებით, რომლებიც უყურებენ ვიღაც პრივილეგირებული პოლიტიკოსების კასტას, რომლებიც, იმის გამო, რომ პოლიტიკური მანტია მოისხეს, ამის გამო ასეთი მძიმე, კონკრეტული, კრიმინალური დანაშაულების გამო შეიწყალეს, თუმცა პრეზიდენტს რა თქმა უნდა, შეწყალების ლეგიტიმური უფლება აქვს და ეს მისი კომპეტენციაა. ჩემთვის ამაზე საუბარი დღეს, ჩემი ემოციური პოზიციის მიუხედავად არის მეორეხარისხოვანი, იმიტომ, რომ არავის ეგონოს, რომ კოვიდი დამარცხებულია. არავის ეგონოს, რომ ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება გარანტირებულია. ეს ასე არ არის. მსოფლიოში სისტემური სახელმწიფოები არიან, რომლებიც დღეს ხან მეორე ტალღას გვიანონსებენ, ხან მესამე ტალღას. გაურკვევლობა არის ამ კრიზისის და გლობალური გამოწვევის ყველაზე დიდი მახასიათებელი კომპონენტი, რის პირობებშიც პატარა ქვეყნების და მთავრობების პასუხისმგებლობა ათმაგდება. ამიტომ, ჩვენ ვართ აბსოლუტურად მობილიზებული კოვიდის დასამარცხებლად, რომელიც გარანტირებული არავის აქვს, შემდეგ ქვეყნის ეკონომიკური აღდგენისთვის და შემდეგ რაც ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია - ამ ქვეყანაში არჩევნების წყნარ და მშვიდ გარემოში ჩასატარებლად. სამწუხარო ამ ყველაფერში ისაა, რომ ის ბატონები, რომლებიც აბსოლუტურად დაუმსახურებლად გამოვიდნენ, იმიტომ, რომ მათ კონკრეტული კრიმინალური დანაშაულებები ჩაიდინეს და არაფრით ისინი არ განსხვავდებიან რიგითი მოქალაქეებისაგან, იმის მაგივრად, რომ დაუდგნენ ადამიანებს გვერდით და ყველამ ერთად ქვეყანაზე ვიზრუნოთ, ამასაც გამოიყენებენ პოლიტიკური სპეკულირებისთვის, იმისთვის, რომ პარლამენტში თბილი ადგილებისთვის იბრძოლონ და არ დაინდობენ ქვეყნის ინტერესებს და ათასნაირ სულელურ შეფასებას მისცემენ ამას ყველაფერს და საბოლოო ჯამში, ამას ყველაფერს გამოიყენებენ პოლიტიკური, ვიწრო, პირადი ინტერესებისთვის. ეს არის სამწუხარო, მაშინ, როდესაც დღეს ყველასთვის ერთადერთი მიზეზი და მიზანი უნდა იყოს, რომ ყველამ ერთად ამ ქვეყანას მოვუაროთ ისე, რომ ჯერ კოვიდი დავამარცხოთ, შემდგომ, ადამიანებს ელემენტარული შემოსავალი აღვუდგინოთ. ქართველი კაცი არის ბრძენი - მიუხედავად ყველაფრისა, რაც მოხდა, მიუხედავად, რა შეფასებებიც არ უნდა იყოს, მოვა არჩევნები და ამ არჩევნებზე ვნახავთ, ვინ რა დაიმსახურა საქართველოს მოქალაქისგან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.