20-05-2020
ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას ესტუმრა.
"დღეს იმოვინახულეთ "ჯორჯიან მანგანეზის" ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. კომპანია ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია; აქ 2000-მდე ადამიანია დასაქმებული და მნიშვნელოვანია, რომ მათი სოცოცხლე და ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული. ჩვენთვის, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვის პარალელურად, უმნიშვნელოვანესია თითოეული სამუშაო ადგილის შენარჩუნება. ამიტომ, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით, რათა სწრაფად დავძლიოთ ის გამოწვევები, რომელიც მსოფლიო პანდემიამ შექმნა და ქვეყანამ სწრაფი ტემპით განაგრძოს წინსვლა.
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელსაც საკუთარი შრომით უდიდესი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში"-განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.