გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მესტიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია მიმდინარეობს

20-05-2020

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას – “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე” მმართველი გუნდის წარმომადგენლები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც შეუერთდნენ.

ამჯერად, სისხლის უანგარო დონაციის აქცია მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, რომელშიც საკრებულოსა და მათზე დაქვემდებარებული სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივები ჩაერთვნენ.

სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მონაწილეობა მესტიის მერმა – კაპიტონ ჟორჟოლიანმა მიიღო.

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მესტიის ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით ჟორჟოლიანის თქმით, აქციაში 30-მდე პირი მიიღებს მონაწილეობას.

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას – “გაიღე სისხლი-გადაარჩინე სიცოცხლე“ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პირველივე დღეებიდან შეუერთდა. აქციის მიზანს მოქალაქეების დახმარება და სისხლის დეფიციტის შევსება წარმოადგენს. პროექტს ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი, სამტრედის ცენტრი ახორციელებს.