გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

იმერეთში კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი კარანტინში გადაიყვანეს

20-05-2020

ხარაგაულის სოფელ მაქათუბნის მკვიდრი, რომელსაც კონტაქტი დღეს გამოვლენილ კოვიდინფიცირებულთან  ჰქონდა, კარანტინში გადაიყვანეს. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ჯერჯერობით, არ აღენიშნება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, შმაგი ხიჯაკაძის ინფორმაციით, აღნიშნული პირის ყველა კონტაქტი დადგენილია.

“დადგენილია ყველა კონტაქტი. შესაბამისად, 12 პირი თვითიზოლაციის პირობებში გადავიდა და ისინი ეპიდემიოლოგების მიერ მუდმივ კონტროლში იქნებიან”, – განაცხადა ხიჯაკაძემ.

არსებული ინფორმაციით, სოფელ მაქათუბნის მაცხოვრებელი 19 მაისს თბილისიდან სოფელში იმ პირთან ერთად მგზავრობდა, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ცნობისთვის, იმერეთის მასშტაბით, ამ დროისთვის, კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი მკურნალობს. სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კვირა