22-02-2018
აფხაზეთში დემოგრაფიული კატასტროფის საფრთხეზე ალაპარაკდნენ.
"ოკუპირებულ აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" ბოლო წლებია, შობადობა მცირდება - ბოლო 5 წლის განმავლობაში ცხინვალის რეგიონში 20%-ით შემცირებულია დაბადებულთა რიცხვი, ხოლო აფხაზეთში შობადობის ტენდენცია ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო მცირდება, მათ შორის: 2017 წელს დაიბადა 25%-ით ნაკლები ბავშვი, ვიდრე 2016 წელს და ამის გამო სოხუმში ექიმებმა დემოგრაფიული კატასტროფის საფრთხეებზეც დაიწყეს საუბარი. დემოგრაფია და შობადობა ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად სახელდება როგორც აფხაზეთში, ისე ოსებში და ისინი დე ფაქტო ხელისუფლებებს მოუწოდებენ, რაღაც კანონებითა და შეღავათებით გამოასწორონ ეს
სურათი, რათა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე არ დადგეს მათი, ისედაც "მცირერიცხოვანი ერი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, აფხაზეთში დემოგრაფიული კატასტროფის საფრთხეზე ალაპარაკდნენ.
"ექსპერტთა კლუბის" წევრ ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, აფხაზეთში დემოგრაფიაზე წუხილი არსებობს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო აღწერით აფხაზების რაოდენობა გაზრდილია, ამ სტატისტიკას თავად აფხაზებიც კი დასცინიან. შობადობაზე სოხუმში პერიოდულად საუბრობდნენ, მაგალითად, როდესაც აბორტების აკრძალვაზე იყო საუბარი ან როდესაც შობადობის სტატისტიკას გამოაქვეყნებდნენ. რა თქმა უნდა, მათ აწუხებთ, რომ მოსახლეობა იკლებს. ძირითადად იმაზე საუბრობენ, რომ მოსახლეობის კლების მიზეზი გზებზე ძალიან ცუდი მდგომარეობაა და ავტოავარიებში ახალგაზრდები