გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ონში ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

21-05-2020

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე დავით ჩიკვაიძე გაეცნო წარმომადგენლებს, მოისმინა ადმინისტრაციულ ერთეულებში გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, ასევე ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოების შესრულებას და საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობას დაეთმო.

შეხვედრას ესწრებოდა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ონის საინფორმაციო- საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი ტარიელ ლობჯანიძე, რომელმაც მცირემიწიანი ფერმერების დასახმარებლად ახალი სახელმწიფო პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა წარმომადგენლებს.ახალი სახელმწიფო პროგრამა ახალი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირებას, სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირებას ითვალისწინებს.