გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მდინარაძე: ოქრუაშვილმა აღიარა, რომ მათ უზრუნველყვეს, გასროლა მომხდარიყო

21-05-2020

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის მიერ შეწყალების საფუძველზე გათავისუფლებული ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა ტვ „იმედის“ ეთერში.

„ირაკლი ოქრუაშვილმა სკანდალური აღიარება მისცა საოზოგადოებას პირდაპირ ეთერში. მან ერთ ფრაზაში - „შეცდომა დავაშვებინეთ“- გულწრფელად აღიარა, რომ დანაშაულის ავტორიცაა, სუბიქტიცაა, ქმედებაც არის (რასაც აკეთებდნენ, ყველამ ვიცით) და მიზეზობრივი კავშირიც ამ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ანუ მან თქვა, რომ მათ უზრუნველყვეს, გასროლა მომხდარიყო. ჩვენ მეტს არაფერს ვამტკიცებდით, არამედ სწორედ ამას ვამბობდით, რომ ეს მათ გააკეთეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. იგი პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლდა.