გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერი: შეზღუდვების ერთბაშად მოხსნა უპასუხისმგებლო ნაბიჯი იქნება

21-05-2020

საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, ისევე როგორც კომენდანტის საათის გაუქმება, რა თქმა უნდა, ქვეყანაში აქტივობას, ჩვენი მოქალაქეების მობილობას გაზრდის. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ეკონომიკურად უფრო აქტიურები გავხდეთ, თითოეულ ოჯახში, რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს შემოსავალი. მიუხედავად ამისა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ ფრთხილად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს შესწევს ძალა, კრიზისი აქციოს შესაძლებლობად და იყოს კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი.

„გაუაზრებელი, ერთბაშად მოხსნა, იმ შეზღუდვების, რომლებმაც ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, ეფექტურად გვემართა ვირუსი, არის უპასუხისმგებლო ნაბიჯი და, შესაბამისად, ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლი ხელიდან გავუშვათ, სწორედ, ამიტომ გვჭირდება ჩვენ გარკვეული შეზღუდვები, ამიტომ მივმართეთ პარლამენტს და მოვუწოდებთ ყოველდღიურად თითოეულ მოქალაქეს, რომ დაიცვან ის ელემენტარული წესები, რომელიც საჭიროა, რომ ვაკონტროლოთ ვირუსის გავრცელება დ ამით შევუნარჩუნოთ ჩვენს ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს ეკონომიკური აღორძინების შესაძლებლობა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა და შეგვწევს ძალა, რომ ეს კრიზისი ვაქციოთ შესაძლებლობად ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითრებისთვის და საქართველო იყოს ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი იმ გლობალურ კონკურენციაში, რომელიც უახლოეს დღეებში და თვეებში დაიწყება,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.