გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ჩიქოვანი: ის,რაც საბანკო სექტორმა, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ერთობლივად გააკეთეს, არის უპრეცედენტო შეთავაზება და ძალიან მნიშვნელოვანი შემსუბუქება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის

21-05-2020

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის რაც საბანკო სექტორმა, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ერთობლივად გააკეთეს, არის უპრეცედენტო შეთავაზება და ძალიან მნიშვნელოვანი შემსუბუქება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს იყო, რა თქმა უნდა, განპირობებული Covid-19-ის შედეგებით,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, შემდგომი 3 თვის განმავლობაში ყველა იმ ადამიანს, რომელიც იღებს სახელმწიფო დახმარებას, თავისუფლად ექნებათ საშუალება ასევე გამოიყენონ სესხის გადავადების პროგრამა.

„თქვენ იცით, რომ 3 თვის განმავლობაში ყველას შეეძლო ესარგებლა სესხის გადავადებით და ამით ისარგებლა 600 000-ზე ცოტა მეტმა ადამიანმა, ხოლო შემდგომი 3 თვის განმავლობაში ყველა იმ ადამიანს, რომელიც იღებს სახელმწიფო დახმარებას, თავისუფლად ექნებათ საშუალება ასევე გამოიყენონ სესხის გადავადების პროგრამა. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს მოხდება კაპიტალიზაციის გარეშე და შესაბამისად, ეს პროცენტი არ გახდება მათთვის ახალი ვალი, რა პროცენტსაც ისინი არ გადაიხდიან ამ პერიოდში. ასევე ამ შეთავაზების გამოყენება შეეძლება ყველა იმ მოქალაქეს და ფიზიკურ პირს რომელსაც შეუმცირდა შემოსავლები Covid-19-ის პანდემიის პირობებში,“ - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.