გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი ვოლსკი: საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნება ხომ არ უნდათ ჩვენს ოპონენტებს იმისთვის, რომ საერთოდ არჩევნები არ ჩატარდეს?

21-05-2020


„აქ არის პოლიტიკური თემებით გაზავებული შეკითხვები, ამ ტრადიციას თუ მივყვებით, ჩვენც შეიძლება ვთქვათ, რომ საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნება ხომ არ უნდათ ჩვენს ოპონენტებს იმისთვის, რომ საერთოდ არჩევნები არ ჩატარდეს ან არჩევნების წინა პერიოდში შეიქმნას ისეთი ვითარება, როდესაც უმართავი გახდება სიტუაცია. ასეთი ეჭვების გამოთქმის საფუძველიც არსებობს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტს იხილავენ.


გიორგი ვოლსკიმ მომხსენებელს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს მაგალითის დასახელება სთხოვა.


„ იქნებ თქვენს გამოსვლაში, ერთი მოდელირებული მაგალითი მოიყვანოთ იმისა, თუ რაზეა საუბარი. ისეთი მაგალითი მოიყვანოთ, რომელიც საზოგადოებისთვის უფრო ნათელს გახდის, რაზე ვკამათობთ, რისგან გვინდა გადავარჩინოთ საზოგადოება, რისგან გვინდა გადავარჩინოთ თუნდაც, არჩევნები. აქედან გამომდინარე, მაგალითი იქნება ყველაზე კარგი და შესაბამისი იმაზე პასუხების გასაცემად, რა შეკითხვებიც ახლა დაისვა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.​