ორშაბათი, ივნისი 23, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
რუსთავის თეატრში დადგმულ სპექტაკლის პრემიერას ირაკლი ტაბაღუა დაესწრო

22-02-2018

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ დრამატულმა თეატრმა მაყურებელს მორიგი პრემიერა შესთავაზა. რეჟისორმა სოსო ნემსაძემ, ახალი სპექტაკლი - ,,შეშლილის წერილები“, ნიკოლაი გოგოლის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით დადგა. 
პრემიერას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
სპექტაკლის სცენოგრაფიაზე თავად რეჟისორმა სოსო ნემსაძემ იმუშავა, კოსტუმების მხატვარი მაია სხირტლაძეა, მუსიკალური გაფორმება: სოსო ნემსაძესა და ლელა არაბულს ეკუთვნის, ხოლო ქორეოგრაფი  -  გოგი მარღანიაა. 
სპექტაკლში მონაწილეობენ: ანდრია ვაჭრიძე, ეკატერინე ქვრივიშვილი, ნინო მესხი, ბექა ყულიჯანიშვილი, შოთა მერკვილაძე, ლაშა კანკავა, გიორგი ბუაძე, ანა შარვაძე, ნიკო მოსიაშვილი, ზაზა თაგოშვილი, თამარ კანდელაკი, ნათია გელაშვილი, ნუკრი არჩვაძე, ანი დოდაშვილი, სოფიკო ჩხიტუნიძე, მარიამ კვიტაიშვილი, ლუკა ციხისთავი, რევაზ კოღოშვილი, მერი ფხოველიშვილი, ნათია მელაძე და ალბერტ ილარიონი.