გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მარნეულის მერიის საქმიანობის პიარისთვის ბიუჯეტიდან 72 000 ლარი დაიხარჯება

22-02-2018

მარნეულის მერია თავის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მედიით გავრცელებისათვის 2018 წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 72 000 ლარს ხარჯავს. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს „მარნეული ტვ“ - მ გაიმარჯვა.

სატელევიზიო რეკლამის შესყიდვაზე მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში, რომელიც 2018 წლის 22 თებერვალს დასრულდა, შპს „მარნეული ტვ“-მ მაქსიმალური ფასის - 72 000 ლარის შეთავაზებით გაიმარჯვა. 

ტენდერის პირობების თანახმად, სატელევიზიო მომსახურების შესყიდვა განხორციელდება ორ ენაზე - ქართულსა და აზერბაიჯანულზე. იგი მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შესახებ; საკრებულოს სხდომების სრული ჩანაწერის, ამავე სხდომებისა და თათბირების შესახებ ვიდეო რგოლების მომზადებას; მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა და მოვლენების Facebook Live - პირდაპირი ეთერის სერვისის მეშვეობით გაშუქებას; ვიდეორგოლების ნიუსების სახით განთავსებას ტელევიზიის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში. 

აღსანიშნავია, რომ იგივე მიზნებისათვის მარნეულის მუნიციპალიტეტმა 2016 წელს 71 980 ლარი, 2017 წელს კი 57 585 ლარი დახარჯა, ანუ ორი წლის განმავლობაში - 129 565 ლარი. ორივე შემთხვევაში მუნიციპალიტეტისთვის სარეკლამო მომსახურება შპს „მარნეული ტვ“-მ განახორციელა, რომელმაც ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებდა. 

შპს „მარნეული ტვ“ სამეწარმეო რეესტრში 2006 წლის 31 მაისს არის დარეგისტრირებული. კომპანიის დამფუძნებელი, დირექტორი და 100 % წილის მესაკუთრეა შალვა შუბლაძე.   

reginfo.ge