გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციისთვის სპეკულაციის სივრცე რომ არ დაგვეტოვებინა, ვადიანი შეზღუდვების დაწესებაზე მივიღეთ გადაწყვეტილება

22-05-2020

„შეზღუდვების შენარჩუნება არის არა მხოლოდ მიზანშეწონილი, არამედ აუცილებელიც იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ის ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომელიც დღემდე მოვიტანეთ“, - განაცხადა „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის“ ეთერში. მისი თქმით, ერთი ვარიანტი იყო საგანგებო მდგომარეობის გაგრძლება, რისთვისაც სამართლებრივი საფუძველი არსებობდა, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების აუცილებლობამ განაპირობა მისი მოხსნა.

„საკონსტიტუციო ცვლილებები რომ არ ყოფილიყო დაგეგმილი, ბუნებრივია, გაგრძელდებოდა საგანგებო მდგომარეობა. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი ალტერნატივა. ჩვენი გეგმის მიხედვით, ივნისის ბოლოს უნდა დასრულდეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. ამიტომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძლების ვარიანტი გვერდით გადავდეთ და არჩევანი შევაჩერეთ კანონის მიღებაზე. კანონი არის ლეგიტიმური და, შესაბამისად, გარკვეული ვადის განმავლობაში მოგვცემს შეზღუდვების გაგრძელების შესაძლებლობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროქტში კორექტივები შეიტანა სახელისუფლებო გუნდმა.კერძოდ, ამ ნორმების მოქმედება გარკვეული ვადით შემოისაზღვრა და შესაბამისი რეგულაციები, სავარაუდოდ, 15 ივლისამდე იმოქმედებს.

„ეს სპეკულაციის საფუძველსაც აღარ ტოვებს. იდეის ავტორი იყო კახა კუჭავა და ამ ინიციატივამ გუნდის შიგნით მოიპოვა მხარდაჭერა. ამის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება ვადიანი შეზღუდვების დაწესების თაობაზე. ვფიქრობ, ეს იყო გონივრული ნაბიჯი. ჩვენ რეალურად გარკვეული ვადით გვჭირდება ეს რეგულაციები. მას შემდეგ, რაც დასრულდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და მას მივიღებთ, ალბათ, არ იქნება საჭირობა, მაგრამ თუ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საჭირო გახდება, შეიძლება თუნდაც მცირე დროით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი ინფორმაციით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 50-მდე უნდა იყოს დასული , რომ ეპიდემია ამოწურულად ჩაითვალოს. "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდება.​