გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: პრემიერ-მინისტრი დებატებში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში

22-05-2020

„პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო დებატებში თავს გრძნობს ისე, როგორც თევზი წყალში. აქედან გამომდინარე, ჩვენ პარლამენტში ველოდებით საინტერესო დებატებს და იმას, რომ პრემიერი იქნება ძალიან დამაჯერებელი მის პასუხებში იმ კითხვებზე, რომელიც დაისმება როგორც ოპოზიცია, ასევე უმრავლესობის მხრიდან“, - განაცხადა „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „ იმედის“ ეთერში.

მისი ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის კითხვები უკავშირდება სამომავლო პერსპექტივას.

„ჩვენ შევიმუშავეთ ანტიკრიზისული გეგმა, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პოსტკრიზისული გეგმა. პანდემია, ბუნებრივია, თავის კვალს დატოვებს ყველა ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოშიც და ჩვენთვის მთავარი გამოწვევები იქნება ეკონომიკა და ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, ანტიკრიზისული გეგმიდან პოსტკრიზისულ დაგეგვმაზე უნდა გადავიდეთ და ჩვენი ძირითადი კითხვები სწორედ ამას დაუკავშირდება. ძალიან გვაინტერესებს, როგორ ხედავს პრემიერი ქვეყნის სამომავლო ეკონომიკურ განვითარებას და სოციალური პრობლემების მოგვარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.