გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კახეთი კვლავ “მწვანე ზონად” რჩება

22-05-2020

რეგიონში Covid-19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.

21 მაისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 286 ნიმუში. 245 ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია.

თვითიზოლაციაში იმყოფება 16 მოქალაქე. 4 პირს კი ექიმების მეთვალყურეობის რეკომენდაცია მოეხსნა.

რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, კახეთის რეგიონის მასშტაბით 8 ლოკაციაზე იმყოფება 245 მოქალაქე.
ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირება მიმდიანრეობს, მათ შორის მოწმდება, სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები.

სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 3634 ნიმუში, აქედან 1166 მედპერსონალია, 1365 კარანტინის ვიზიტორები და სასტუმროს პერსონალია, შშმ პირი – 193.

ipress