გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

წყალმომარაგებისთვის ათიათასობით დახარჯული ლარი და უწყლოდ დარჩენილი კორცხელის მოსახლეობა

17-11-2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კორცხელის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო. ქსელის რეაბილიტაციის შედეგად  კორცხელის 883 მოსახლე ცენტრალური სისტემით უწყვეტ რეჟიმში უნდა მომარაგებულიყო, თუმცა ამ დრომდე  მოსახლეობა ისევ უწყლობის პრობლემას ებრძვის.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, რომ პრობლემა ჭაბურღილში წყლის არასაკმარისმა დონემ გამოიწვია. მამუკა წოწერიას თქმით,  მიუხედავად იმისა, რომ სათანადო გეოლოგიური დასკვნა არსებობდა,  პროექტით გათვალისწინებულ ჭაბურღილში არ აღმოჩნდა საკმარისი წყლის დებეტი. ასე გამოეხმაურა წოწერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მუნიციპალიტეტმა მიმწოდებელს შუალედური ფორმა N2-ების საფუძველზე, სრულად აუნაზღაურა შესრულებული შიდა დაქსელვის სამუშაოების ღირებულება, ჯამში197.0 ათასი ლარი. პროექტი, რომლის საერთო  ღირებულება 263 890 ლარს შეადგენს, ფაქტობრივად,  შეუსრულებელია, კორცხელის მოსახლეობა კი წლებია სასმელი წყლის მოგვარებას ითხოვს.




წყარო: ტელეკომპანია "ოდიში"