გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერი: დემოკრატიული არჩევნების ჩატარება ჩვენი ვალდებულებაა და ამას წარმატებით გავართმევთ თავს

22-05-2020

როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნისთვის და მოქალაქისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ელემენტარული საკანონმდებლო ნაბიჯები, იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ შეზღუდვის სახით, ხელი შევუშალოთ ქვეყანაში ინფექციის სწრაფ და მასშტაბურ გავრცელებას, ეს საკითხები ხდება პოლიტიკური სპეკულირების თემა, სამწუხაროა ეს ყველაფერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, წელს ქვეყანაში საარჩევნო წელიწადია და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება მთავრობის ვალდებულებაა, რასაც სახელისუფლებო გუნდი წარმატებით გაართმევს თავს.

„ყველაფერთან ერთად, მთავრობას აქვს ვალდებულება, ხელი შეუწყოს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის, საკონსტიტუციო პროცესის გაგრძელებას. ყველას კარგად გვესმის, რომ წელს ჩვენ გვაქვს საარჩევნო წელიწადი და კარგი, სანიმუშო, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება - ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომელსაც საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება, გუნდი წარმატებით გავართმევთ თავს. თუ აქამდე ვიბრძოდით ორ ფრონტზე - ჯანმრთელობის და ეკონომიკური განვითარების, ახლა დაგვემატა ახალი. ამასაც უნდა გავუძლოთ და ამ ფრონტზეც უნდა ვიყოთ წარმატებულები და გამარჯვებულები. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი, მოქალაქისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ელემენტარული საკანონმდებლო ნაბიჯები, იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ შეზღუდვის სახით, ხელი შევუშალოთ ქვეყანაში ინფექციის სწრაფ და მასშტაბურ გავრცელებას, ეს საკითხები ხდება პოლიტიკური სპეკულირების თემა. სამწუხაროა ეს ყველაფერი, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალურად პანდემია გამოაცხადა 11 მარტს და ეს პანდემია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ მოუხსნია, რაც უკვე გვაძლევს საშუალებას, გვაიძულებს და გვისახავს ამოცანას, რომ მსოფლიოსთან ერთად ვიბრძოლოთ ამ პანდემიის წინააღმდეგ, რასაც ეფექტურად ვაკეთებთ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ საბჭოს მუშაობას აქვს კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა, ისევე, როგორც ამ საბჭოს დაქვემდებარებაში შექმნილ შტაბებს, როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონალური მასშტაბით და ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.