გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ეკატერინე ტიკარაძე: ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით ჯერდადებითი გადაწყვეტილება არ მიგვიღია

22-05-2020

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს ჯერჯერობით დადებითი გადაწყვეტილება არ მიუღია.
მისივე თქმით, მოქალაქეებს საკუთარი ტრანსპორტით შეეძლებათ გადაადგილდნენ სამ მგზავრზე მეტი ოდენობით, ხოლო ტაქსებთან მიმართებით ეს შეზღუდვა კვლავ დარჩება.
ამის შესახებ ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


"'საკოორდინაციო საბჭოს შეხვედარზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან მოიხსნება გარკვეული რეგულაციები. ეს პირველ რიგში შეეხება საგანგებო მდგომარეობას, ისევე როგორ კომენდანტის საათს. რაც შეეხება ტრანსპორტის ამოქმედებას, ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით ჯერ არ მიგვიღია დადებითი გადაწყვეტილება, ვინაიდან მნიშვნელოვანი არის ის სტატისტიკური მონაცემები და ეპიდსიტუაცია, რომელიც დღეს ჯერ კიდევ რჩება ქვეყანაში. დღესდღეობით, ჩვენი რეალურ დროში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის 1.36, რაც ვერ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მივცეთ მთავრობას რეკომენდაცია გარკვეული შეზღუდვების მოხსნისთვის. თუმცა, ტრანსპორტთან მიმართებაში მივიღეთ ერთი გადაწტყვეტილება, რაც მნიშვნელოვნად გაადვილებს ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებას.

საკუთარი ტრანსპორტით მოქალაქეებს შეეძლებათ, გადაადგილდნენ სამ მგზავრზე მეტი ოდენობით, ხოლო ტაქსებთან მიმართებაში,ეს შეზღუდვა კვლავ დარჩება. ვმუშაობთ კონკრეტულად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართ გარკვეული წესების დადგენასთან დაკავშირებით, ასევე ვაკვირდებით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტს, რის შედეგადაც მივიღებთ უკვე დამატებით გადაწყვეტილებებს“,- განაცხადა ტიკარაძემ.