გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლევან რატიანი: სავარაუდოდ რამდენიმე დღეში ჩვენს კლინიკას არცერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი აღარ ეყოლება

22-05-2020

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ვარაუდობს, რომ რამდენიმე დღეში მათ კოვიდინფიცირებული პაციენტები აღარ ეყოლებათ. ლევან რატიანის თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში მხოლოდ 18 ინფიცირებული პაციენტი რჩება:

"ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 18 კოვიდინფიცირებული. ბოლო 2 კვირაა არცერთი ახალი პაციენტი არ მიგვიღია. ველოდებით ყველას გამოჯანმრთელებას.  სავარაუდოდ რამდენიმე დღეში ჩვენს კლინიკას არცერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ ეყოლება. ერთი არის რეანიმაციაში, მასთან ამ ეტაპზე კოვიდინფექცია არ არის, ქრონიკული პათოლოგიები აქვს და ამიტომ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, დანარჩენ კოვიდინფიცირებულებთან არანაირი კლინიკური სიმპტომატიკა არ ვლინდება," - განაცხადა ლევან რატიანმა.

rustavi2