ორშაბათი, აპრილი 07, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ამირან გამყრელიძე: დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში სერიოზული კვლევა იწყება

22-05-2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იწყება კვლევა. მისვე თქმით, მსგავსი ტიპის კვლევები ეპიდემიოლოგიაში ოქროს სტანდარტია, რომელიც საშუალებას იძლევა ამა თუ იმ რეგიონში დაავადების გავრცელების შესახებ ინფორმაცია მოიპოვო.
ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
"დღეს იწყება სერიოზული კვლევა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სადაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ეს გახლავთ ეპიდემიოლოგიაში ოქროს სტანდარტი, რომელიც გაძლევს საშუალებას, ინფორმაცია გქონდეს ამა თუ იმ რეგიონში დაავადების გავრცელების შესახებ და მაღალი ალბათობით სარწმუნო, ვალიდური ინფორმაცია მოიპოვო. ეს შენარჩევი გაკეთებულია და დღეიდან 4 დღის განმავლობაში ჩვენი ჯგუფები იმუშავებენ, ერთის მხრივ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში და, მეორეს მხრივ, საკონტროლოდ, თელავის მუნიციპალიტეტში, სადაც იცით, რომ ჩვენ შემთხვევა არ გვაქვს. ეს მონაცემები შედარდება ერთმანეთს და დაახლოებით, 26-27 მაისისთვის გვეცოდინება შედეგები და ვნახავთ რა მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ ყველაზე უფრო დაზიანებულ მუნიციპალიტეტში. ამ ტიპის კვლევები გარკვეული პერიოდულობით გამეორდება,"- განაცხადა გამყრელიძემ.