გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პაატა იმნაძე: ტრანსპორტში ნიღბების ტარება სავალდებულო იქნება

22-05-2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, შეზღუდვებიგარკვეული დისკომფორტის შემცველია მოქალაქეებისთვის, მაგრამ ამას უნდა შეეგუონ. მისივე თქმით, ტრანსპორტში ნიღბების ტარება სავალდებლო იქნება.
ამის შესახებ იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე მესმის, ზაფხულია, ადამიანები ისედაც შეწუხდნენ ყველაფრით, რა შეზღუდვებიც იყო, სამწუხაროდ, იყო ძალიან ბევრი დისკომფორტი. ნაწილი ამ დისკომფორტისა მოიხსნება, სამწუხაროდ, ნაწილი ამ დისკომფორტისა გაგრძელდება და ალბათ მოგვიწევს ამასთან შეგუება, რომ ტრანსპორტშიც ნიღბების ტარება იქნება სავალდებულო.

მიდის მსჯელობა, არ არის ჯერ კიდევ ასე ვთქვათ ბოლომდე გარკვეული, როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება სოციალურ დისტანცირებასთან ტრანსპორტში, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არის კვლევის საგანი, როგორც აქ, ადგილზე, ისე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საგანი. ვნახოთ, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება“,- განაცხადა იმნაძემ