გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ შეცვლის ქეთევან ციხელშვილს

22-05-2020

მთავრობაში ცვლილებებია.  ქეთევან ციხელაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ტოვებს და ის მუშაობას ავსტრიაში ელჩად გააგრძელებს. ასევე უკვე დადასტურებულია, რომ ის იქნება ელჩი ეუთოშიც. ქეთევვან ციხელაშვილი დავით დონდუას ჩაანაცვლებს. ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, ვინ დაიკავებს მინისტრის თანამდებობას.

ციხელაშვილის უწყებაში აცხადებენ რომ მინისტრი ამ ეტაპზე მუშაობას აგრძელებს.

"ქალბატონი ქეთი აგრძელებს მუშაობას. ამ ეტაპზე ის მიემგზავრება გამყოფ ხაზთან, მეტი სხვა ინფორმაცია მე არ მაქვს," - აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ამასთან, მან არ უპასუხა კითხვას, მოიაზრება თუ მისი კანდიდატურა მინისტრის პოსტზე.

საკადრო ცვლილებაზე კომენტარის გაკეთება არ სურთ საპარლამენტო უმრავლესობაში, მათი თქმით, გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის და შესაბამისად შეკითხვის ადრესატიც ის უნდა იყოს.  უმრავლესობის წევრებისგან განსხვავებით, დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ  ციხელაშვილის ელჩად დანიშვნაზე საუბარი ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო. ცქიტიშვილის შეფასებით ქეთევან ციხელაშვილი კომპეტენტური ადამიანია და შეძლებს კარგი ელჩი იყოს.

rustavi2