გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ტესტირება მიმდინარეობს

22-05-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ანტიგენსა და ანტისხეულზე დამყარებული ტესტების პროცესი დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, შერჩევითი პრინციპით, მოსახლეობის მასობრივ ტესტირებას ახორციელებენ.

პირველ ეტაპზე ტესტირება ქალაქ ბოლნისში, რატევანსა და ტალავერში მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით კი სულ 150 ადამიანი შემოწმდება იგეგმება. ტესტირება სპეციალისტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეპიდსიტუაციის შეფასებაში დაეხმარებათ.

ამ დროისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 160 დადასტურებული ფაქტია გამოვლენილი, 3 გარდაიცვალა, 67 კი გამოჯანმრთელდა.