გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ხანძარი გაჩნდა

22-02-2018

რუსთავში, ბათუმის ქუჩაზე, დაახლოებით 12 საათზე საცხოცოვრებელი ბინის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხანძრის დროს საცხოვრებელ ბინაში არავინ იმყოფებოდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ, გამათბობელზე დატოვებული ტანსაცმელი იყო, რომელსაც ცეცხლი წაეკიდა.  

როგორც  „ინფო რუსთავისთვის“ ცნობილი გახდა, ცეცხლის გაჩენის შესახებ პირველად მესამე სართულზე მცხოვრებმა მეზობელმა შეიტყო და 112-ში დარეკა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურის,  სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

"ინფორუსთავი"