გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მარინა ეზუგბაია: ორი ახალი შემთხვევის კლასტერი ცნობილია

24-05-2020

” კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 13 პაციენტი. ამ დროისთვის, კოვიდ ცენტრებში 196 პაციენტი მკურნალობს. ორი ახალი შემთხვევის კლასტერი ცნობილია, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, მეორე საკარანტინო სივრციდან.”-აცხადებს ეზუგბაია.

ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში კვლავ რჩება მძიმე სამი პაციენტი:

“კვლავ რჩება მძიმე სამი პაციენტი. კლინიკურად მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ რადიოლოგოური მონაცემებით არ გვაქვს გაუმჯობესება, განსაკუთრებულად ერთ პაციენტთან, რომელიც იყო კრიტიკული, მაღალი ასაკის პაციენტი. აქედან გამომდინარე, პროგნოზზე ვერ ვილაპარაკებთ. კლინიკურად სტაბილური ვითარებაა.“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ipress