გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

პოლიციამ გორში მოპედის ქურდობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

24-05-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ლ.თ., ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ქალაქ გორში დააკავეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მოქალაქის კუთვნილი მოპედის მოპარვას ცდილობდა.

ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა"ქვეპუნქტით მიმდინარეობს.