გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან დავითაშვილი: დარგის სწორი და ეფექტიანი განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ექსპერტული ცოდნის და გამოცდილების გაზიარება

24-05-2020

ახალი კორონავირუსის პანდემიით შექმნილ ვითარებაში სოფლის მეურნეობის დარგის ეფექტიანი განვითარების გზები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.

„დარგში არსებული გამოწვევების დასაძლევად, განსაკუთრებით კრიზისულ პერიოდებში, სწორი და ეფექტიანი განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია სამინისტროსა და მეცნიერებს შორის აქტიური თანამშრომლობა, ექსპერტული ცოდნის და გამოცდილების გაზიარება. სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან; ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა  დარგობრივი პროგრამების შემუშავების პროცესში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, მეცნიერებმა დღეისათვის დარგში არსებულ გამოწვევებზე და პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებმა მინისტრს დარგის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნეს. საუბარი შეეხო ქვეყნის სურსათით უზრუნველყოფის, დარგობრივი პროგრამების და აგროსასურსათო სექტორის  ყველა რგოლის განვითარების მნიშვნელობის საკითხებს.