გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამხედროები სოხუმში სამხედრო აღლუმში მონაწილეობას მიიღებენ

22-02-2018

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამხედროები ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო აღლუმში მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ ანატოლი ბიბილოვმა აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. თავდაცვის მინისტრთან, ბესლან ცვიჟბასთან შეხვედრისას განაცხადა.

რუსული მედიის ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. დელეგაცია ოკუპირებულ ცხინვალში მამულის დამცველის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე დასასწრებად ჩავიდა.

„გვინდოდა, რომ ჩვენთან ერთად აღლუმებზე ჯარისკაცებს ოსეთის დროშებით მიეღოთ მონაწილეობა. დაე, ჩვენმა ხალხმა ნახოს ჩვენი ძმური ურთიერთობები. ჩვენ ერთი ბედი გვაქვს“, - განაცხადა ცვიჟბამ.

დე ფაქტო რესპუბლიკებს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, ე.წ. სამხრეთ ოსეთი გამოთქვამს მზაობას, მონაწილეობა მიიღოს სამხედრო აღლუმში, რომელიც სოხუმში 30 სექტემბერს გაიმართება.

reginfo.ge