25-05-2020
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტთან შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს დისტანციური სწავლების მიმდინარეობა და ხარისხი, ისაუბრეს პანდემიის პერიოდში არსებულ გამოწვევებზე.
აღსანიშნავია, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები მუშაობდნენ კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან. თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, აკადემიური წრეების ჩართულობთ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო აღჭურვის პარალელურად მომზადდება, როგორც საუნივერსიტეტო კლინიკა.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აჭარის მთავრობის ხელშეწყობით არაერთი მნიშვნელოვანი ინფრტასტრუქტურული პროექტი განახორციელა - გაიხსნა ევროპული სტანდარტების, 200 სტუდენტზე გათვლილი ახალი საცხოვრებელი, ექსპლუატაციაში შევიდა თანამედროვე ციფრული ტექნიკით აღჭურვილი სინქრონული თარგმანის ლაბორატორია, აშენდა ფიტოპათოლოგიის და ბიომრავალფეროვნების კვევითი ინსტიტუტი.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურული პროექტების დინამიკა და საუნივესიტეტო ცხოვრებაში არ უნდა შეიქმნას შეფერხებები.
შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი და უნივერსიტეტის რექტორი ესწრებოდნენ.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეპიდემიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით წარმატებით მიმდინარეობს ელექტრონული სწავლება, მოქმედებს ელექტრონული პლატფორმა.
მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის არცერთ სტუდენტს პანდემიის პერიოდში გადაუხდელობის გამო, არ შეჩერებია სტუდენტის სტატუსი.