გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მთავარმა პროკურორმა თბილისის, აჭარისა და 4 საოლქო პროკურორი შეცვალა

22-02-2018

საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები განახორციელა.
ქალაქ თბილისის პროკურორად მალხაზ კაპანაძე დაინიშნა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ნათია სონღულაშვილი დაინიშნა. დასავლეთ საქართველოს პროკურორად შოთა ტყეშელაშვილი დაინიშნა. კახეთის პროკურორად ლევან პაქსაშვილი დაინიშნა. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურორად ავთანდილ კოჭლამაზაშვილი დაინიშნა. სამცხე - ჯავახეთის პროკურორად შოთა რიჟამაძე დაინიშნა.
რაც შეეხება ქალაქ თბილისის ყოფილ პროკურორს და მის მოადგილეს, მიხეილ შაყულაშვილი და გიორგი გაბოძე მუშაობას საქართველოს მთავარ პროკურატურაში გააგრძელებენ.
საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები პროკურატურის მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებას ემსახურება. ყველა სხვა საკადრო ცვლილების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსდება პროკურატურის ოფიციალურ ვებ გვერდზე.