გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულ გელა თიგიშვილს 48 წელი შეუსრულდებოდა

26-05-2020

უფროს სერჟანტ გელა თიგიშვილს, რომელიც რუსეთის საავიაციო იერიშის დროს ცხინვალთან 2008 წლის აგვისტოში დაიღუპა 48 წელი შეუსრულდებოდა.

კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ტატანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლეონიძე და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი კასპის მუნიციპალიტეტში გოჩა კობაური გელა თიგიშვილის საფლავზე სოფელ კოდისწყაროში იმყოფებოდნენ დ მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

გელა თიგიშვილი 2012 წლამდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. მისი იდენფიცირება დნმ ანალიზის საფუძველზე მხოლოდ 4 წლის შემდეგ იქნა შესაძლებლი.

საქართველოს მთავრობამ გარდაცვალების შემდეგ გელა თიგიშვილი დააჯილდოვა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით და მედლით ”სამშობლოსათვის თავდადებული”.