გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ტრაგედია იმერეთში: ქალს საკუთარი შვილი შემოაკვდა, გუშინ კი მეორე შვილი შვილიშვილმა მოუკლა

26-05-2020

ტრაგედია იმერეთში – 25 წლის წინ ქალს საკუთარი შვილი შემოაკვდა, გუშინ კი მეორე შვილი შვილიშვილმა მოუკლა

 

„რა უცნაური და მძიმე კარმა აქვს ამ ქალს…

 

ჯერ თავად მოკლა შვილი, ახლა შვილიშვილმა მოკლა მისი მეორე შვილი“, – ამბობენ ადგილობრივები იმერეთის რეგიონში მომხდარ მკვლელობაზე.

 

როგორც ცნობილია, 60 წლის მამაკაცი გუშინ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საკუთარმა შვილმა მოკლა.

 

„ბიჭის ძმას ჰქონია დაბადების დღე და დამთვრალა. სიმთვრალეში კი ცუდი წესი ჰქონდა – ცოლს ეჩხუბებოდა ხოლმე. ამიტომ ძმამ და ოჯახის წევრებმა ურჩიეს, ცოლის სახლში არ წასულიყო. ძმამ რომ ვერ გააშველა დაურეკეს მამას და დედას გასაშველებლად. სწორედ, ამ გაშველების დროს მოხდა ეს ტრაგედია”, – უყვებიან „პრაიმტაიმს“ ადგილობრივები.

 

ამ ოჯახში გუშინ მომხდარი ტრაგედია პირველი არ გახლავთ. 1990-იან წლებში მომხდარი ეს ისტორია ქალაქში ყველას ახსოვს. შვილის მიერ გუშინ მოკლული მამაკაცის მეუღლეს, დაახლოებით 25 წლის წინ საკუთარი ქალიშვილი შემოაკვდა. ითქვა ისიც, რომ ქალმა შვილი განზრახ მოკლა, ოჯახში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე.

პრაიმტაიმი