გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ქუმსიშვილი: „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო ქართული ექსპორტის მნიშვნელოვნად გაზრდის საშუალებას მოგვცემს

22-02-2018

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „აჭარა ტექსტილის“ უმაღლესი სტანდარტებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო ექსპორტს გაზრდის და სამუშაო ადგილებს შექმნის.

ამის შესახებ ქუმსიშვილმა ფოთში, „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნაზე განაცხადა.

„აჭარა ტექსტილის“ ახალი, უმაღლესი სტანდარტებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო მოგვცემს საშუალებას მნიშვნელოვნად გავზარდოთ ექსპორტი და შევქმნათ სამუშაო ადგილები“- განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, ახალ საწარმოში ეტაპობრივად 3 ათასი ადამიანი დასაქმდება.
„დღეს ჩვენ გავხსენით უმაღლესი სტანდარტებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო, სადაც ეტაპობრივად 3 ათასი ადამიანი დასაქმდება. დღეის მდგომარეობით, უკვე 25 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული. სრულად დასრულებისთვის ასევე განხორციელდება 15 მილიონი ლარის ინვესტიცია. რაც ჯამში 40 მილიონი ლარის ინვესტიციაა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მინისტრის თქმით, შარშან საქართველოდან ტექსტილის ექსპორტი 90 მილიონ დოლარამდე იყო, რაც რა თქმა უნდა, არის მზარდი.
„ეს არის ახალი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით, ფოთში „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო გაიხსნა.
საწარმო დღეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ „აჭარა ტექსტილის“ დამფუძნებელი ჯემალ ბილგინგულლუოღლუ და Nike Ema-ს რეგიონალური დირექტორი კანერ სოიტასი.
„აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო პროდუქციას მიაწოდებს ისეთ მსხვილ ბრენდებს, როგორებიცაა New Balance და Under Armour.