გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თენგიზ ცერცვაძე: შეზღუდვების მოხსნიდან 2-3 კვირა თუ შევინარჩუნეთ ეს ეპიდსიტუაცია, ძალიან დიდი წარმატება იქნება

26-05-2020

დაველოდოთ შეზღუდვების მოხსნიდან 2-3 კვირა, თუ ამ პერიოდში შევინარჩუნეთ ეს ეპიდსიტუაცია, ძალიან დიდი წარმატება იქნება - განუცხადა თბილისის ინფექციური კლინიკის გენერალურმა დირექტორმა საზოგადოებრივ მაუწყებელს.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჯერ მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს.

„ჯერჯერობით, მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს, რადგან შეზღუდვების მოხსნა დაიწყო 18 მაისს, ჯერ ერთი კვირაა მხოლოდ გასული. დაველოდოთ, ვიდრე შეზღუდვების მოხსნიდან და მით უმეტეს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან გავა 2-3 კვირა. თუ ამ პერიოდში ჩვენ შევინარჩუნეთ ეს ეპიდსიტუაცია, რომელიც დღეს გვაქვს ან ცოტა ამაზე უარესი, დღეში ერთ და ორ შემთხვევაზე მხოლოდ ოცნება შეიძლება, მაგრამ რომ იყოს დღეში 10-მდე შემთხვევა, 20-მდე შემთხვევა, ესეც ძალიან დიდი წარმატება იქნება. მაინც ჩაითვლება, რომ საქართველო ძალიან კარგად გაუმკლავდა ეპიდემიის პირველ ეტაპს, რადგან იმდენად კარგად არის მომზადებული ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური სექტორი, რომ ეს ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ჩვენი ცხოვრების რიტმზე, წესზე, ეკონომიკაზე და ეს იქნება ჩვეულებრივი რიგითი ინფექცია, რომელსაც საზოგადოება, ხალხი ვერც გაიგებს“, - განუცხადა საქართველოს პირველ არხს თენგიზ ცერცვაძემ.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.