გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მარინა ეზუგბაია: როცა ჩვენ დამოუკიდებლები არ ვიყავით და დაპყრობილები გვერქვა, მაშინაც თავისუფლები ვიყავით

26-05-2020

ჩემთვის დამოუკიდებლობა და თავისუფლება ერთმანეთთან ასოცირდება. მაგრამ, როცა ჩვენ დამოუკიდებლები არ ვიყავით და დაპყრობილები გვერქვა, ჩვენ მაშინაც თავისუფლები ვიყავით, ჩემი შეგრძნებით ყოველთვის ასეა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

„დამოუკიდებელი შეიძლება არ იყო, მაგრამ თავისუფალი იყო. ჩემთვის საქართველო ყოველთვის ასეთი იყო. დამოუკიდებელი იყო თუ დაპყრობილი, ის მუდამ თავისუფალი იყო“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

imedinews.ge