გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გიორგი გახარია: საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს მინდა, მივულოცო 26 მაისი უდიდესი რწმენით, რომ ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას, წარმატებული სახელმწიფოს შექმნას

26-05-2020

მოგესალმებით, ბატონო ოფიცრებო! მოგესალმებით, ბატონო რიგითებო! მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ქალაქის მერს და ბატონ მინისტრს.


უდიდესი პატივია, გვქონდეს საშუალება ჩვენს მოქალაქეებს დღეს აქედან მივულოცოთ 26 მაისი. 102 წლის წინ ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. საქართველოს ისტორიაში ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე და მაშინ, სწორედ, 26 მაისს პირველმა რესპუბლიკამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი ორიენტაცია. თითოეულ ქართველს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს მინდა, მივულოცო 26 მაისი უდიდესი რწმენით, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას, წარმატებული სახელმწიფოს შექმნას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე განაცხადა, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნა.


მთავრობის მეთაურმა ეროვნული დღესასწაული განსაკუთრებით მიულოცა თითოეულ ჯარისკაცს, რომლებიც სამშვიდობო მისიებში იცავენ გლობალურ უსაფრთხოებას და ამით უდიდესი წვლილი შეაქვთ სამშობლოს შემდგომ განვითარებასა და უსაფრთხოებაში. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა იმ წვლილს, რომელიც მოქალაქეებთან ერთად ქართულმა ჯარმა შეიტანა პანდემიის წარმატებულ მართვაში.
"ბატონებო, მინდა, მივულოცო განსაკუთრებით თითოეულ ჯარისკაცს რომელიც დღეს სამშვიდობო მისიებში ასახელებს ქვეყანას, იცავს გლობალურ უსაფრთხოებას და ამით უდიდესი წვლილი შეაქვს სამშობლოს შემდგომ განვითარებასა და უსაფრთხოებაში. ასევე, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყველანი ერთად ვებრძვით გლობალურ პანდემიას. ყველას უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა ჩვენს მოქალაქეებთან ერთად შეიტანა ამ პანდემიის წარმატებულ მართვაში. დღეს საქართველომ შეიძლება თქვას, და განვაცხადოთ, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და მისი ეფექტური მართვა,"- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.