გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სააკაშვილი: უკრაინაში სათამაშო ბიზნესი დიდი ხანია, ლეგალიზებული უნდა იყოს

26-05-2020

რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი შეხვდა რადას და ბიზნესის წარმომადგენლებს. მათ განიხილეს უკრაინაში აზარტული თამაშების ლეგალიზაციის შესახებ კანონი, რომელიც იანვარში იქნა მიღებული პირველი მოსმენით.

დისკუსიას ინტერნეტით შეუერთდნენ ფრაქცია “ხალხის მსახურის” ლიდერი დავით არახამია და ამ პოლიტიკური ძალის დეპუტატი, საგადასახადო კომიტეტის ხელმძღვანელი დანილ გეტმანცევი.

“სიმართლე ის არის, რომ სათამაშო ბიზნესი დიდი ხანია, ლეგალიზებული უნდა იყოს. ერთ დროს აზარტული ბიზნესის საშუალებით აშენდა მსოფლიოში ცნობილი ქალაქები, მაგალითად, ლას-ვეგასი შეერთებულ შტატებში, ან ბათუმი საქართველოში. ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ გარკვეული დეპრესიული რეგიონები, ან ტერიტორიები და ისინი კლონდაიკებად ვაქციოთ. ჩვენი წინასწარი გათვლებით, ერთიანი ფიქსირებული ლიცენზიის შემოღებით, როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ კაზინოებზე, პირველ წელს ბიუჯეტს შეუძლია მიიღოს 230 მილიონ აშშ დოლარზე მეტი. საკმაოდ რეალურია და განხორციელებაც საკმაოდ მარტივია.

აქ მთავარია არ შეიქმნას ახალი კორუფციები, უსარგებლო კომისიები, მარეგულირებელ ორგანოები და სხვა სქემები, რომელთა ერთადერთი მიზანი ბიზნესზე გადასახადების დადებაა. ეს არის პრეზიდენტ ზელენსკის მთავარი პირობა და მე მას სრულად ვეთანხმები.

ყველაფერი, რაც შეიძლება მარტივი და გამჭვირვალე უნდა იყოს. ეს არის წარმატებული რეფორმების მთავარი გარანტი!” – აცხადებს სააკაშვილი.

ipress